ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას საქართველომაც დაუჭირა მხარი

პუბლიკა

ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას საქართველომაც დაუჭირა მხარი. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის საბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას უკრაინაზე თავდასხმის გამო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, დაიწყო რუსეთის ევროსაბჭოში წევრობის შეჩერების პროცედურა. მინისტრთა კაბინეტში რუსეთისთვის ამ უფლების შეჩერებას 47 წევრი სახელმწიფოდან 42-მა დაუჭირა მხარი.

რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო 2014-დან 2019 წლამდეც ჰქონდა  ევროსაბჭოში წარმოამდგენლობის უფლება შეჩერებული.