ევროვიზია 2020 გაუქმდა

მინდია გაბაძე

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ევროვიზია 2020 გაუქმდა. 65-ე მუსიკალური კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში უნდა გამართულიყო. ნახევარფინალები 12 და 14 მაისს უნდა ყოფილიყო, ხოლო ევროვიზიის ფინალი 16 მაისს.

განცხადება გაუქმების შესახებ ევროვიზიის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა:

„უნდა გაცნობოთ, რომ როტერდამში დაგეგმილი ევროვიზია 2020, სამწუხაროდ, გავაუქმეთ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვიხილეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, რომ კონკურსი ჩატარებულიყო.

თუმცა ჰოლანდიის მთავრობის მიერ გაცემული შეზღუდვებისა და იმ გაურკვევლობის გამო, რომელიც COVID-19 ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია, მივიღეთ ურთულესი გადაწყვეტილება კონკურსის გაუქმების შესახებ”.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზია 2020-ზე, საქართველოს სახელით, თორნიკე ყიფიანი უნდა გასულიყო, სიმღერით „Take Me As I Am“.