„ევროვიზია 2023“ კიევში არ ჩატარდება - ევროპის მაუწყებელთა კავშირი

პუბლიკა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უკრაინაში არ ჩატარდება.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირისთვის პირველი პრიორიტეტი იყო და არის ყველა იმ პირის უსაფრთხოება, ვინც მუშაობს და მონაწილეობს ღონისძიებაში, რომლის დაგეგმვა ახლავე უნდა დაიწყოს კონკურსის მასპინძელ ქვეყანაში“, – აცხადებს ევროპის მაუწყებელთა კავშირი.

კავშირის განცხადებით, მათთვის მთავარი საზურნავია სამუშაოდ აკრედიტირებული 10 ათასი ადამიანი – გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტები, თანამშრომლები და ა.შ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე 30 ათასამდე გულშემატკივარს მოელიან.

15 მაისს, უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით Stefania.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობების საპასუხოდ უკრაინის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ღონისძიების ორგანიზატორები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ამას გაასაჩივრებდა.