ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ სურვილს - გამყრელიძე რუსულ კანონზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას.

„დარწმუნებული ვარ, ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში და საქართველოს პარლამენტი დარწმუნებული ვარ ვერ მიიღებს ამ კანონპროექტს, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვასა და ისტორიულ სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, მხედველობაში მაქვს შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს ნატოს ფარი.

ამიტომ ეს კანონის საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას. ამიტომ არ შეიძლება… მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ ყველა ჩვენი მეგობარი გვირჩევს ძალიან დელიკატურად, რომ …. მაშინ მეც ვეღარ ვილაპარაკებ თქვენთან, მეც აგენტი ვიქნები ხო, “- თქვა ამირან გამყრელიძემ.