Facebook-მესენჯერი შეფერხებით მუშაობს

პუბლიკა

საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს. აპლიკაციის მომხმარებლები თავიანთ პირად გვერდზე წერენ, რომ მესენჯერში შეტყობინება დაგვიანებით ან საერთოდ არ იგზავნება და მიიღება.

პრობლემის მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება facebook-ს არ გაუკეთებია. თუმცა შეფერხება აისახა პლატფორმა Down Detector-ზე. მათი ცნობით, Messenger-ის მუშაობა პირველი საათიდან შეფერხდა.

Down Detector-ის live-რუკის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემა შედარებით აღმოფხვრილია თბილისში, თუმცა მომხმარებლის ნაწილს მესენჯერთან დაკავშირებული პრობლემები ამ დრომდე აქვთ.