„Fake Account-იდან ჩემს გუშინდელ ადგილსამყოფელზე მატყობინებენ" - თათია სამხარაძე

პუბლიკა

„Fake Account-იდან ჩემს გუშინდელ ადგილსამყოფელზე მატყობინებენ”. – წერს თათია სამხარაძე, ქალი რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლო მოუგო და რომელიც ბოლო დროსაც გახდა რამიშვილის პროპაგანდისტული არხის მხრიდან დევნის ობიექტი.

„ასეთი უტიფრობა პირველად არ ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩემი მისამართით — 2016 წელს, ჩემ საკუთარ მობილურზე, ვიბერში მომივიდა ტექსტად შინაარსი იმ შეხვედრისა, რომლიდანაც გამოვედი. ტელეფონის ნომერი, სუს-ზე იყო გაფორმებული.

გუშინ ღამით, არსებობს მოწმე, რომელმაც ჩემთან ერთად დაინახა როგორ მელოდა სავარაუდოდ სუსის მანქანა — თეთრი შკოდა შავი მინებით ჩემს საცხოვრებელ სახლთან.

ხმამაღლა ვაცხადებ, არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ ჩემივე ქვეყანაში. ვთხოვ, საერთაშორისო თანამეგობრობას დაინტერესდეს ჩემს მიმართ მიმდინარე თვალთვალითა და ტერორით და ნუ დამტოვებთ მარტოს სისტემის წინაშე”. – წერს სამხარაძე.