„ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ამ მთავრობით ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია არ არის.“ - გიორგი კანდელაკი

პუბლიკა

„მე ვურჩევდი მთავრობას, რომ არ ეთამაშოს ჩვენი წინა თაობების მიერ გაღებულ კოლოსალურ მსხვერპლს.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას

ფორმალურმა პრემიერმა დაადასტურა ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი სათქმელი, რომ ამ მთავრობით და ამ ვითარებით საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია არ არის.

მთავარი ბარიერი საქართველოსთვის არის ეს მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ეს არის კონტექსტი და ეს დღეს ღარიბაშვილმა დაადასტურა.

მე ვურჩევდი მთავრობას, რომ არ ეთამაშოს ჩვენი წინა თაობების მიერ გაღებულ კოლოსალურ მსხვერპლს, ათწლეულების ბრძოლაში, მათ შორის საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში და იმ ბრძოლაში, რომელშიც მთელი მეოცე საუკუნე და ოცდამეერთეს დასაწყისში საქართველო იმყოფებოდა, რომ საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის არა ერთადერთი, მაგრმ ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაგარი.

ამასთან თამაშს, რა თქმა უნდა, არ ვურჩევდი არავის.”-აცხადებს გიორგი კანდელაკი.