ფაშინიანი: საქართველომ მიიღო EU-ის კანდიდატის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

პუბლიკა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მნიშვნელოვანია და გავლენა აქვს, როგორც რეგიონზე, ასევე, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.

„წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან არამარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას”, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მათივე განცხადებით, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.