ფაშინიანმა ღარიბაშვილს სოჭში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია მიაწოდა - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მათ საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

„გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ”. – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში.