პარტია „ფედერალისტებმა” სალომე ზურაბიშვილს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც „საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიული ღონისძიებების აღსრულებაში არიან ჩართული”.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, სიაში უკვე შეყვანილია 100-ზე მეტი ადამიანი.
„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მოვაგროვეთ 57 მსხვერპლის საქმეში ჩართული 22 მოსამართლის, 14 პროკურორის და 91 პოლიციელის შესახებ ინფორმაცია. ესენი არიან ადამიანები, თანამდებობის პირები, რიგითები, რომლებიც ასრულებენ რეჟიმის უკანონო დავალებებს და სისტემატიურად არღვევენ პროტესტის მონაწილეების უფლებებს მათი დაკავებისას თუ ჩხრეკისას და დღეს ჩვენ ვაწვდით ამ მონაცემებს. ჯამში 100-ზე მეტი ადამიანია”.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მონაცემების შეგრვება გრძელდება.
„თავისუფლების ინსტიტუტი” და „ფედერალისტები” მოვუწოდებთ ყველას, ვისი უფლებაც დაირღვა, მოგვაწოდონ იფორმაცია იმ პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და რიგითი პოლიციელების შესახებ, რომლებიც მათი დაკავებისას, ჩხრეკისას მათ უფლებებს არღვევდნენ. ერთადერთი პროპორციული ძალა, რაც შეგვიძლია ჩენ რეჟიმის ცვლილებამდე, მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, არის ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ მათ დაუწესდეს შეზღუდვები, როგორც სავიზო, ისე ფინანსური შეზღუდვები და ამოცანა არის, რომ დავიცვათ პროტესტი იმიტომ, რომ პროტესტი არის ის, რაც ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში და ის უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ დემოკრატიულ ცვლილებებს მივაღწიოთ”.- განაცხადა მან.
„თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა კი მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„სისხლის სამართლის საქმეები მეტნაკლებად დოკუმენტირებულია, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებს, ასეთი 100-ით შემხვევაა და მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგეხოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, მოგვაწოდოთ თქვენს საქმეში არსებული დოკუმენტები, ან მიაწოდოთ სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე აგროვებენ მასალას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თქვენ მოგეპოვებათ ინფორმაცია ძალადობაში ჩართული პოლიციელების შესახებ და გაქვთ მაიდენფიცირებადი დოკუმენტი, გთხოვთ მოგვაწოდეთ”.- თქვა სალომე ხვადაგიანმა.