ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება დაიწყო

პუბლიკა

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უკვე დაიწყო.  „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, დარბაზში მაყურებელი ცოტაა, რადგან მაყურებელთა ნაწილმა, კინოთეატრთან მიმდინარე პროცესების გამო, ჩვენებაზე შესვლა ვერ შეძლო.

კინოთეატრების გაერთიანების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ჩვენებას მაყურებლის ნახევარზე მეტი ესწრება მაგრამ ყველამ შესვლა კინოთეატრში ვერ შეძლო.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, დაგეგმილ დროში დაიწყება ჩვენება დანარჩენ ოთხ კინოთეატრში.

კინოთეატრ „ამირანთან“ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები აქციას მართავენ. ისინი ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ და სურთ, ჩაშალონ. კინოთეატრის კართან მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმები.