Financial Times: ივანიშვილმა „კრედიტ სუისთან“ დავა მოიგო

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მილიარდერმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილმა „კრედიტ სუისთან“ დავა მოიგო – ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბერმუდას სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ „კრედით სუისსმა“ ივანიშვილის 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გამოქვეყნდება.

ბიძინა ივანიშვილმა „კრედიტ სუისთან“ დავა 2011 წელს დაიწყო. ის ბანკს 500 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვასა და თაღლითობაში ადანაშაულებდა. საქმის მასალებით, ივანიშვილის ბანკირმა მისი თანხა დააბანდა და დაკარგა. მას თაღლითობის ბრალდება დაუდასტურდა. ბანკი აცხადებდა, რომ ბანკირი დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ივანიშვილის ყოფილმა ბანკირმა 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.