ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს 22 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელს, დერეკ შოვინს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის სასამართლომ 22 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც სხდომაზე მოსამართლე განაცხადა, მისი განაჩენი დაფუძნებული იყო პოლიციელის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისასტიკეს, რომელიც დერეკ შოვინმა პოლიციელის მიმართ გამოიჩინა.

დერეკ შოვინს მეორე ხარისხის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, მესამე ხარისხის განზრახ მკვლელობა და მეორე ხარისხის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შესახებ ბრალდება შოვინს ფლოიდზე მუხლით დაწოლის გამო წაუყენეს, რის შედეგადაც ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. განზრახ მკვლელობის ბრალდება გულისხმობდა, რომ შოვინის მოქმედება დაკავებისას წინასწარ განზრახული იყო, ხოლო მკვლელობის ბრალდებაში ნათქვამია, რომ ყოფილი პოლიციელის გულგრილობამ დაკავებულის სიკვდილი გამოიწვია.