ფონიჭალა-რუსთავის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ფონიჭალა-რუსთავის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ცნობით, დაღუპული შუახნის ქალია, რომელსაც სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.