ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა

პუბლიკა

ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა.

დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოზარდებს კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ, ორივე მათგანს ქალა-ტვინის ტრავმები აქვთ და დაკვირვების მიზნით სტაციონარში რჩებიან.

„კლინიკაში მოყვანილია სასაწრაფო სამედივინო ბრიგადის მიერ ორი პაციენტი ფონიჭალიდან, გოგონა 13 წლის და ბიჭი 12 წლის. გოგონას მიღებული აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და აღენიშნება დიდი ზომის ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა, ხოლო ბიჭის, ანალოგიურად ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, სისხლდენა მარცხენა ყურიდან და მარცხენა ზედა კიდურის რბილი ქსოვილების დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა”, – ამბობს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.