ფოთი/ხობი/სენაკის ოლქში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა იქნება. ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ამ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია ირაკლი ხახუბია, პარტია „ევროპული საქართველოდან“ – გიგა ბოკერია.