„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

პუბლიკა

დღეს, თბილისში, 9 აპრილის ბაღში „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. დავით ბაქრაძემ 3 ძირითადი პრინციპი დაასახელა, რომელთა მისაღწევადაც პარტია პირველივე დღეებიდან დაიწყებს მუშაობას – „კეთილდღეობა, დაცულობა, დასავლეთთან ინტეგრაცია“. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გადასახადების შემცირებაზეც. კანდიდატთა შორის არიან:

ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები – გიგა ბოკერია;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – გიგი უგულავა;

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – გიგი წერეთელი;

ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები – ტარიელ ნაკაიძე;

რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები – ირმა ნადირაშვილი;

ქუთაისის მუნიციპალიტეტი  – ოთო კახიძე;

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები – სერგო რატიანი;

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – ზურაბ ჭიაბერაშვილი;

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები – გიორგი ღვინიაშვილი;

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – ხათუნა გოგორიშვილი;

მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები – აჰმედ იმამკულიევი;

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები – არსენ კარაპეტიანი;

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები – ლელა ქებურია;

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები – აკაკი ბობოხიძე;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ევროპული საქართველოს კანდიდატები იქნებიან: ბათუმი – ვახტანგ კალოიანი, ქედა შუახევი, ხელვაჩაური და ხულო – თემურ კახიძე.

პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

27 ივლისს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებდა, რომ შეჯერებულიყვნენ და უახლოეს დღეებში საზოგადოებისთვის საქართველოს მასშტაბით საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები წარედგინათ.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ვის დააყენებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებად. ცნობილია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ოცდაათივე კანდიდატის ვინაობაც.

LB loan image desktop LB loan image mobile