ფოტო | „ანას ბაღში" პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა

პუბლიკა

„ანას ბაღში” პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. მას შემდეგ რაც მოსახლეობამ გზა გადაკეტა, პოლიციამ მათი ტერიტორიიდან გაყვანა ძალის გამოყენებით დაიწყო. პროცესში ასევე მონაწილეობდნენ კერძო კომპანიის წარმომადგენლები.

დღეს დილიდან „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე, ვარკეთილში, სამშენებლო კომპანია ტექნიკის შეყვანას ცდილობს, ადგილობრივები კი სამუშაოების დაწყებას ეწინააღმდეგებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

რამდენიმე საათის წინ აქციაზე პოლიციამ 6 პირიც დააკავა.  როგორც უწყებაში ამბობენ, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მათგან ნაწილი კომპანიის წარმომადგენელია. შსს-ში დამატებით ინფორმაციას დაკავებულების შესახებ არ ამბობენ.

მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ფოტოები „პუბლიკას” „ახალგაზრდა მწვანეებმა” მიაწოდეს.