ფოტო | ღონისძიებების ორგანიზატორების აქცია – პერფორმანსი კანცელარიასთან

მინდია გაბაძე

დღეს მთავრობის კანცელარიის წინ, ღონისძიებების აღდგენის მოთხოვნით, მშვიდობიანი აქცია გაიმართა, რომელსაც ივენთმენეჯერები, ფოტო-ვიდეოგრაფები, მომღერლები, მუსიკალური ბენდები, გაფორმების დიზაინერები, ვიზაჟისტები, სტილისტები და დიჯეები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულ ღონისძიებებზე შეზღუდვის მოხსნას. მათი თქმით, ღონისძიებების ორგანიზების სფეროში არაერთი პროფესიის ადამიანია, რომელიც თვითდასაქმებულია და საყოველთაო კარანტინის პირობებში ისინი უმუშევრები დარჩნენ.

აქციის მონაწილე ფოტოგრაფი ინდიგო (ციცი ჩხეიძე) „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, რომ ღონისძიებების სფეროში დასაქმებულია უამრავი პროფესიის ადამიანი, რომელთაც ამ ეტაპზე, აკრძალვებიდან გამომდინარე, არ აქვთ საშუალება, განაგრძონ მუშაობა.

„გვინდა, რომ გაგვეცეს პასუხი, თუ როდიდან იქნება შესაძლებელი ღონისძიებების გამართვა, რადგან ამ ეტაპზე არ გვაქვს პასუხი შეზღუდვების მოხსნის შესახებ და გვინდა, რომ ამ სფეროში დასაქმებულ უამრავ ადამიანს მოგვეცეს მუშაობის საშუალება.“ – ამბობს ინდიგო.

ფოტო: „პუბლიკა“
ფოტო: „პუბლიკა“

ფოტო: „პუბლიკა“
ფოტო: „პუბლიკა“
ფოტო: „პუბლიკა“