გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას მე-12 ბატალიონის მეთაური და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო