ფოტო | „ნიჩვრიტი“ პარლამენტის წინ – ანდრო დადიანის პერფორმანსი

პუბლიკა

არტისტმა ანდრო დადიანმა პარლამენტის შენობის წინ „ნიჩვრიტის“ ძეგლი დადგა. თაბაშირის ძეგლი წინასაარჩევნოდ პარლამენტთან დროებით იდგება.

„წინასაარჩევნოდ ქალაქში ნიჩვრიტის გამოჩენა ჩაგრული მდგომარეობიდან გამოსვლაა. პოლიტიკოსები სულ გვატყუებენ, სულ გვპირდებიან და მერე უკან მიაქვთ ის დაპირებები. ამ თამაშის წესებზე დგას დღეს პოლიტიკური სისტემა და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, არჩევნების წინ ვინ იწყებს საუბარს. მე შემიძლია თავი დავიცვა უნდობლობით, უიმედობით, ვამხილო მჩაგვრელი სისტემა და ამ სამ მეტრამდე ირონიით შევავიწროვო მეც ის,“ – ამბობს არტისტი ანდრო დადიანი.

იხილეთ ფოტოები, რომელიც არტისტმა თავად გამოაქვეყნა: