კორონავირუსის პანდემიის გამო მრავალ ქვეყანაში მრავალმა ეკლესიამ, მეჩეთმა თუ სინაგოგამ ღვთისმსახურება ან დროებით შეაჩერა, ან მსახურებაზე მლოცველთა დასწრება აკრძალა.
ჯერ კიდევ გუშინ პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე აღავლინა დიდი პარასკევის ღვთისმსახურება, რომელსაც ჩვეულ ვითარებაში ათასობით მლოცველი ესწრება ხოლმე.
უჩვეულო სიტუაციასთან გამკლავების მიზნით მრავალმა რელიგიურმა ლიდერმა მლოცველებს გამოსავლის სახით მსახურებაზე ინტერნეტის საშუალებით დასწრება შესთავაზა.
გთავაზობთ პანდემიის დროს ჩატარებული სხვადასხვა მსახურების ამსახველ ფოტოებს: