ფოტო | რელიგიური მსახურება პანდემიის დროს

კორონავირუსის პანდემიის გამო მრავალ ქვეყანაში მრავალმა ეკლესიამ, მეჩეთმა თუ სინაგოგამ ღვთისმსახურება ან დროებით შეაჩერა, ან მსახურებაზე მლოცველთა დასწრება აკრძალა.

ჯერ კიდევ გუშინ პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე აღავლინა დიდი პარასკევის ღვთისმსახურება, რომელსაც ჩვეულ ვითარებაში ათასობით მლოცველი ესწრება ხოლმე.

უჩვეულო სიტუაციასთან გამკლავების მიზნით მრავალმა რელიგიურმა ლიდერმა მლოცველებს გამოსავლის სახით მსახურებაზე ინტერნეტის საშუალებით დასწრება შესთავაზა.

გთავაზობთ პანდემიის დროს ჩატარებული სხვადასხვა მსახურების ამსახველ ფოტოებს:

პაპი ფრანცისკე, წმიდა პეტრეს პაზილიკაში წითელი პარასკევის მსახურებას აღასრულებს. წირვას მრევლი არ ესწრება, ის მხოლოდ წმიდა საყდრის თანამშრომლებისთვის არის ღია
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი წირვას მრევლის გარეშე აღასრულებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი საბა მრევლის გარეშე წირავს
რუსეთის პატრიარქი კირილი დიდმარხვის მსახურებას მრევლის გარეშე წარმართავს
სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში წირვა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა
ბერლინერ დომში მსახურება
ბერლინის ლუთერულ კათედრალში წირვაზე მრევლის დასწრება აკრძალულია. მსახურება პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა
საბერძნეთის ეკლესიის ბოსტონის ეპარქიაში წირვა მრევლის გარეშე ტარდება. მსახურება ინტერნეტით გადაიცემა
ცარიელი სინაგოგა მსახურების დროს
ინდონეზიაში მუსლიმი მამაკაცი ცარიელ მეჩეთში ლოცულობს
კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი მსახურებას ლონდონის ბინიდან, ინტერნეტის საშუალებით აღასრულებს
ირანში, ყუმში, ფატიმა მასუმეს ტაძარში სასულიერო პირი და მუსლიმი ქალი ჩაკეტილ კარს მიღმა ლოცულობენ