ფოტო | სანამ აქცია დაიწყება

პუბლიკა

გუშინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კანონპროექტის ჩაგდებამ სამოქალაქო პროტესტი განაახლა. მოქალაქეებმა პარლამენტთან დაიწყეს შეკრება, რის გამოც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

ოპოზიციურმა პარტიებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართეს შეხვედრა და ძირითად მოთხოვნებზე შეთანხმდნენ.

სამოქმედო გეგმა გუშინ აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა გააცნო აქციის მონაწილეებს. მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება პროპორციული საარჩევნო სისტემა. მეორე მთავარი მოთხოვნაა, ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ნიშნავს მთავრობისა და პრემიერის გადადგომას.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს და ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა. ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამჟამად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფება. 7 საათზე აქცია განახლდება და მოქალაქეებს გამომსვლელები სიტყვით მიმართავენ.

content image
content image
content image
content image
LB loan image desktop LB loan image mobile