დღეს, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პირველი ადამიანია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ასევე აიცრნენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, ვაქცინის გასაკეთებლად დარეგისტრირებული პირველი ექიმი თამარ გიორგაძე. ვაქცინაცია ასევე დაიწყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემიის დასრულების დასაწყისია. ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას”, – აცხადებს პაატა იმნაძე.