ფრანგი პედაგოგისთვის თავის მოკვეთის საქმე: მოსწავლე აღიარებს, რომ იცრუა

პუბლიკა

ფრანგი ისტორიის მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 13 წლის გოგონამ, რომელიც მისი მოსწავლე იყო, აღიარა, რომ მასწავლებლის შესახებ იცრუა და სინადვილეში იმ გაკვეთილს არ ესწრებოდა, რომელზეც პატიმ მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას „ჩარლი ებდოში“ გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა უჩვენა.

მოსწავლის თავდაპირველი მონათხრობით, პატიმ მუსლიმ მოსწავლეებს სთხოვა, საკლასო ოთახი დაეტოვებინათ, ნახატი რომ არ დაენახათ, რაც მან გააპროტესტა და სწორედ ამიტომ სკოლაში მისვლის უფლება დროებით შეუჩერეს. ფრანგული მედიის ცნობით, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ გოგონა სკოლიდან წინა დღით მოხსნეს გაკვეთილების ხშირი გაცდენის გამო. როგორც ის მედიაში გაჟონილ ჩვენებაში აღნიშნავს, ისტორია იმიტომ შეთხზა, რომ მამისთვის იმედი არ გაეცრუებინა.

მოსწავლის მამამ შვილის ცრუ ბრალდებებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელებში წამქეზებელი ვიდეომიმართვები გამოაქვეყნა და კამპანია წამოიწყო. მასწავლებლის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დროს პატის ვინაობა იდენტიფიცირებული იყო. 10 დღეში კი 18 წლის ჩეჩენმა ტერორისტმა მას სკოლის მახლობლად თავი მოკვეთა.

„სინამდვილეში მე ნახატები არ მინახავს, ისინი ჩემმა კლასელმა მაჩვენა“, – ამბობს ჩვენებაში მოსწავლე ფრანგული მედიის მიერ გავრცელებულ ჩვენებაში.