ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" სახელი შეიცვალა

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” სახელს იცვლის, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. ფრაქციამ სახელად „რეფორმების ჯგუფი” დაირქვა. საკითხი ცნობად მიიღო პარლამენტის ბიურომ:

„საპარლამენტი ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” გადაწყვეტილებით, ფრაქციის წესდებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე – ფრაქციას განესაზღვრა ოფიციალური სახელი – „რეფორმების ჯგუფი. შარლ მიშელს ხომ არ გაგვინაწყენებთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.