„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ | პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა

პუბლიკა

პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა, სახელწოდებით, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“. ფრაქციაში ერთიანდებიან სამი პოლიტიკური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები.

დღეს გამართულ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნძემ განაცხადა, რომ ეს ფრაქცია შეიქმნა შარმ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების საფუძველზე.

„ამან მოგვცა საშუალება, გავერთიანდეთ ამ მიზნის ირგვლივ, მაგრამ არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს პუნქტები. ამიტომ სახელიც ამ ფრაქციის შესაბამისი შევარჩიეთ“, – განაცხადა მან.

ფრაქციაში იქნებიან:

  • „სტარტეგია აღმაშენებელი“;
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“;
  • „რესპუბლიკური პარტია“;
  • დამოუკიდებელი დეპუტატი – გრიგოლ ვაშაძე;
  • დამოუკიდებელი დეპუტატი – ტარიელ ნაკაიძე.

„ჩვენ გვექნება ჩვენი ინდივიდუალური სამოქმედო ველი, მაგრამ გავერთიანდით რეფორმების გასატარებლად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.