პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს, – ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებელობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები ამ მავნე ნივთიერებების მოხმარებით.
ამიტომ უნდა გამკაცრდეს, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც, ამის თაობაზე ჩვენ გვექნება დამატებით საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს”, – განაცხადა მან.
მანამდე პრემიერმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა.