„გაათავისუფლეთ თეა წულუკიანი თანამდებობიდან“ - მოქალაქეების პეტიცია მთავრობას

პუბლიკა

დღეს, 17 იანვარს გამოქვეყნდა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოითხოვენ გაათავისუფლონ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკანი დაკავებული თანამდებობიდან.

ხელმომწერები ასევე მიიჩენევენ, რომ „დროა საქართველოს კულტურის სისტემა განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან“.

პეტიციის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:

1. კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;

2. საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;

3. პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;

4. ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპეტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;