„გაბედეს“ წევრებს სასამართლოს ეზოში ლობიო არ დაათესვინეს

პუბლიკა

მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში ლობიოს დათესვას ცდილობდნენ, თუმცა აქტივისტებს ამის საშუალება არ მისცეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა. ამიტომ მათ ლობიო სასამართლოს შესასვლელთან დათესეს.

მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტის ეს ფორმა სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ ხელისულების სამივე შტო სალობიედ არის გადაქცეული.

ორგანიზატორების თქმით, ივანიშვილს, „რომელსაც მებაღეობა სურს, შუძლია მივიდეს და მოუაროს ლობიოს, ზურაბიშვილს კი შეუძლია მივიდეს და დააგემოვნოს“.