გადავწყვიტე, ოფიციალურად ვუჩივლო ღარიბაშვილსა და კობახიძეს - სამადაშვილი

პუბლიკა

„ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აპირებს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლოს.

„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.

დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, – წერს სამადაშვილი.

„რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს, ძალიან ნერვიულობს, ამიტომ მასზე უნდა გადავიდე. ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 22 ივნისს.

LB loan image desktop LB loan image mobile