გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ხელი ჯერ არ მომიწერია - პრეზიდენტი ლაზარეს შეწყალებაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჯერ ხელი პროცედურული საკითხების გამო არ მოუწერია.

„მე დღეს გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე დილით, 10:00 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაიწერს ქულებს, არც მუქარებს. ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან არის პროცედურები. მაგრამ გადაწყვეტილება იყო უკვე მიღებული ყველანაირი აზრის გარეშე. ვიდრე არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს ვერ გადავწყვეტდი.

ახლა იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია და ეს დაპირისპირება. მინდა პოლიციას ვუთხრა, რომ ეს არანაირი წაქეზება არ არის. აქ არ არის ის მტკიცებულებები, რომ ასეთი რამეები ასე მოხდა. იმ პერიოდში, სადაც ჩვენ ახლა შევდივართ, პოლიციის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.