საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს გიგი უგულავას 3 წელი და 2 თვე პატიმრობა შეუფარდა. როგორც უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების ევროპულ სასმართლოში გაასაჩივრებენ.
ადვოკატის შეფასებით ეს არის დაუსაბუთებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„სასამართლომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და გიგი უგულავას მიმართ ყალბდიპლომიანმა თადუმაძემ და გაბინაშვილმა უგულავას გადაუკვალიფიცირა მუხლი, რომლის საფუძველზეც დამატებით სასჯელად 3 წელი და 2 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.
გადაუკვალიფიცირა 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი, სასჯელად დაუდგინა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც განახევრდა ამინისტიის კანონის საფუძველზე., ამ განახევრებული 4 წელიწად-ნახევარს გამოაკლდა 1 წელი და 4 თვე, რაც უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰქონდა ამ დრომდე მოხდილი. ეს ნიშნავს რომ გადაწყვეტილება გადაიგზავნება აღსასრულებლად“, – განმარტა ადვოკატმა.