გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას.
რეზოლუცია, სახელად „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
რეზოლუციას მხარი 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 9 ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 49 ქვეყანა კი კენჭისყრას არ ესწრებოდა.
ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა: ბელარუსი, კუბა, ჩრდილო კორეა, ეკვატორული გვინეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სუდანი, ზიმბაბვე. რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა – ჩინეთს მხარი რეზოლუციისთვის არც შარშან დაუჭერია. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა არაბთა გაერთიანებული საამიროებმაც.
შარშან ჩინეთის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებაზე „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია“.