გაერომ სრებრენიცის გენოციდის აღსანიშნავად რეზოლუცია მიიღო 

პუბლიკა

გაერომ სრებრენიცის გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო – 1995 წელს, იუგოსლავიის დაშლის დროს ბოსნიელმა სერბებმა დახოცეს 8000-ზე მეტი ბოსნიელი მუსლიმი.

რეზოლუციის თანახმად, 11 ივლისი განისაზღვრა, როგორც „სრებრენიცაში 1995 წლის გენოციდის ასახვისა და ხსოვნის საერთაშორისო დღე“, რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

რეზოლუციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ სერბეთის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები – ისინი შიშობდნენ, რომ რეზოლუცია მათ ზოგადად „გენოციდურ” იარლიყს მიანიჭებდა.

რეზოლუციას ხმა გაეროს 193 წევრიდან 84-მა დაუჭირა, 19 – წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 68 ქვეყანა, მათ შორის – არც საქართველო.

 

რეზოლუციის ინიციატორები გერმანია და რუანდა იყვნენ. ტექსტში სერბები, როგორც ერი, დამნაშავედ მოხსენიებული არ ყოფილა. თუმცა, ამან ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი, მილორად დოდიკი და სერბეთის პოპულისტი პრეზიდენტი, ლექსანდრ ვუჩიჩი ვერ შეაჩერა, ეწარმოებინათ რეზოლუციის საწინააღმდეგო კამპანია.