გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მე-80 სესიის პრეზიდენტად აირჩია. ის თანამდებობას ოფიციალურად 9 სექტემბერს დაიკავებს.
ბერბოკს მხარი გენერალური ასამბლეის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 167-მა ქვეყანამ დაუჭირა – ის ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ერთი წლით უხელმძღვანელებს.