გაეროს სამშვიდობო მისია ლიბანში მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

გაეროს სამშვიდობო მისიამ სამხრეთ ლიბანში განაცხადა, რომ მათი სამშვიდობოები რჩებიან ადგილზე.

გაერო „ყველა მხარეს თავშეკავებისა და დეესკალაციის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.“

ლიბანის ტერიტორიიდან, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გახსნეს. თავდასხმას ისრაელის თავდაცვის ძალებმა უპასუხა.

ჰეზბოლამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც პასუხისმგებლობა აიღო ისრაელის სამ ობიექტზე თავდასხმაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა დაბომბა ჰეზბოლას კუთვნილი ინფრასტრუქტურა ჯაბალ რუსის რაიონში.