გაერთიანებული სამფეოს პრემიერი კიევში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა

პუბლიკა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

„შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენი შესაძლებლობები უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვაში. ასევე ვისაუბრეთ უკრაინის ცის დაცვასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური ვითარება და მშვიდობისთვის ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის საკითხი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ სუნაკს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრინციპული მხარდაჭერისა და მოლაპარაკებებში მაქსიმალური კონსტრუქციულობისთვის.