„გაგოშას“ ახალი სტენსილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე

პუბლიკა

სტრიტ-არტისტი „გაგოშა“ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სტენსილით ეხმაურება.

სტენსილზე ასახულია ბრძოლა კუპიდონსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის, რომლებიც ფარებს ეფარებიან იმის შიშით, რომ კუპიდონმა ფერადი ისრით არ განგმიროს, რომელიმე მათგანი და ორიენტაცია არ შეიცვალოს.

გიორგი გაგოშიძე სტრიტ – არტისტია, რომელიც ქალაქის სხვადასხვა შენობებზე სტენსილებს “გაგოშას” ხელმოწერით ტოვებს.