გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი, ველოდებით 41-ე დღეს, დარწმუნებული ვარ ჯანსაღად იქნება - მდინარაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებაც დაუსვეს კითხვა. მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული სახეწლმწიფო ყველა პატიმარზე იღებს პასუხისმბელობას, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობის ფარგლებშია.

„მოდით, თავისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საშუალება მისცეს პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს, მერე ვნახოთ, შემთხვევით ფეიკი ხომ არ არის ეს შიმშილობა, ან ნახევრად შიმშილობა ხომ არ არის და ა.შ.

… ასე გაგვიგია ყველას, რომ 40 დღე ძლებს ადამიანი და 41-ე დღეს ველოდებით და ჯანსაღად იქნება ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ. მერე სალაპარაკო აღარ გვექნება მე, თქვენ და რამდენიმე ტელევიზიას, “- თქვა მან ჟურნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 32-ე დღეა შიმშილობს. მან დღეს საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ეხმაურება.