გახარია არ გაუჩინარებულა, ის დუმს და ამაზე ერთი გამოთქმა მახსენდება - უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს | ქემოკლიძე

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე.

კახა ქემოკლიძის თქმით, გიორგი გახარიას დაფუძნებული პარტია აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, პარტიის ლიდერი არ გაუჩინარებულა და პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობს.

„გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ის დუმს და ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. დუმილზე ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება – ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს, როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, ხოლო როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, როდესაც დუმს ადამიანი ძალიან საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ოცნების“ დამარცხებისთვის”, – განაცხადა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.