გახარია პანდემიის დროს ონლაინკაზინოების მუშაობაზე - გადაცემის რისკები სხვა იყო

პუბლიკა

რატომ არ შეაჩერეთ ონლაინკაზინოების მუშაობა? –  ამ შეკითხვის საპასუხოდ პარლამენტში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიიდან გამომდინარე ის არ შეიცავდა რისკებს.

„საერთოდ კაზინოებთან მიმართებაში თუ გაინტერესებთ პოზიცია, ვთვლი, რომ ონლაინკაზინოებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უნდა გამაკაცრდეს. ახლა რატომ არ გავაჩერეთ ეპიდემიოლოგიიდან ან ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სხვა საკითხია. აქ განსახილველი ეს თემა არ არის, რადგან გადაცემის რისკები სხვა იყო. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ონლაინკაზინოების ადმინისტრირება და სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ“, – განაცხადა გახარიამ.

LB loan image desktop LB loan image mobile