გახარიამ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერი ინსტაგრამზე წერს. მისი თქმით, ეს მისთვის მეხუთე ძაღლი იქნება.

„ეს სუფთა ჯიშის ყაზბეგურია. ეს არის ის, რაც საქართველოს შეეძლო თავისი ეჩუქებინა თქვენთვის, ცოცხალი… [სახელი] პასპორტით აქვს, მაგრამ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რასაც თქვენ მოისურვებთ, ის დაარქვით”, – უთხრა გახარიამ ფაშინიანს.

როგორც facebook-ზე დადებულ ვიდეოში ჩანს, ფაშინიანმა ლეკვს „ბომბორა” დაარქვა.

3-4 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში იმყოფება.