გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი, კახა ქემოკლიძე წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი, კახა ქემოკლიძე წარადგინა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კახა ქემოკლიძე წლების განმავლობაში მუშაობს საჯარო სამსახურში და აქვს დიდი გამოცდილება.

„კახა ქემოკლიძე ჩვენს გუნდში უკვე წლებია, მუშაობს. ის არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.