გახარიას პარტიის წევრის თქმით, არც ერთ აქციაში არ მიიღებენ მონაწილეობას

პუბლიკა

„მოქალაქეების უფლებაა, რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“  წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიისთვის მთავარი ამოცანა პარტნიორებთან მუშაობაა, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავენ, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს „ოცნებისგან“ პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყის მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც ევროკომისიისგან ველოდებით. მოქალაქეების უფლებაა, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ეს დასაფასებელიც არის და მისასალმებელიც, რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. რაც შეგვეხება ჩვენ, რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში.

მარტივი მიზეზის გამო, ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანაა ჩვენს პარტნიორენთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველომ მიიღის კანდიდატის სტატუსი. ჩვემ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – განაცხადა დაუშვილმა.