Game Of Homes - თამაშები და გამოწვევები სახლში დარჩენილებისთვის

პუბლიკა

„დემოკრატიის ლაბორატორიამ“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად #დარჩისახლში-ს წახალისების მიზნით შექმნეს ფეისბუქჯგუფი Game of Homes.

ეს ის ორგანიზაცია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ექიმების მხარდასაჭერი ტაშის ორგანიზება გააკეთა.

ადამიანებისთვის, ხალხისთვის სახლში დარჩენის გასახალისებლად და ამავე დროს მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ჯგუფი წევრებს სთავაზობს მარტივ თამაშებს, ჩელენჯებსა და გასართობებს.

ყოველდღე ვლინდება 4 გამარჯვებული და მათ გადაეცემათ ადგილობრივი მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული საჩუქრები – ალტერსოქსის წინდები, ქართული წარმოების საპონი და ა.შ.

„მოიწყინე?
არ იცი რა აკეთო?
გიჟდები?

ძალიან კარგი, ჩვენც იგივე გვჭირს, ამიტომ მოვიფიქრეთ Game Of Homes.

ყოველდღე, დილით, 11:00-ზე, 4 სხვადასხვა თამაში დაიწყება და საღამოს, 22:00-მდე გაგრძელდება. შეგიძლია, ნებისმიერ დროს ჩაერთო და ლოგიკურია, გაერთო.

ისევ ყოველდღე 22:00-23:00 შუალედში Like-ებით გამოვლინდება Games Of Homes-ის დღის გამარჯვებულები.

წაგება და მოგება ძმები არიან, მაგრამ გამარჯვებულები სიგელს და საჩუქრებს მიიღებენ.

პ.ს. არც ბოლო სეზონს გავაფუჭებთ და არც განწყობას.

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!”

ვკითხულობთ ჯგუფში.