„გამიჭირდება, იქ ვითამაშო, რომ საახალწლო მიღების გარემოა ქვეყანაში“ | ხოშტარია პრეზიდენტთან შეხვედრას არ დაესწრება

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას არ დაესწრება.

მისი თქმით, მან მიიღო მიწვევა დღევანდელ შეხვედრაზე, მაგრამ ეს ფორმატი მისთვის მისაღები არ არის, თუმცა, პროცესის დაწყებას მიესალმება.

„სალომე ზურაბიშვილისგან საახალწლო შეხვედრაზე მივიღე მოწვევა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ჩემთვის ეს ჟესტი გასაგებია ამ ვითარებაში და მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა,  თუმცა ამ ვითარებაში არ მგონია, რომ კონსოლიდაციის პროცესის დაწყება საახალწლო მიღებით არის სწორი ფორმა.

მე პერსონალურად ძალიან გამიჭირდება იქ ვითამაშო, რომ საახალწლო მიღების გარემოა ქვეყანაში და მეორე, არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ქალბატონმა სალომემ ჩათვალოს, რომ ეს არის კარის დახურვა მთლიანად პროცესისთვის. პირიქით, მე სულმოუთქმელად ველოდები, როდესაც ის შეძლებს შეხვედრას, სადაც ჩვენ შინაარსზე – კონსოლიდაციის, პოლარიზაციის დაძლევის შინაარსზე შევძლებთ საუბარს, ამიტომ მადლობის პარალელურად ნამდვილად მოვიტყუები  და ვერ წავალ დღეს იქ, თუმცა ველოდები ამ პროცესის დასაწყისს“, – ამბობს ელენე ხოშტარია.


საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს. პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრებას გეგმავს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა.