გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი ნიკა აგლაძის მხარდასაჭერად

პუბლიკა
აუქციონზე გამოტანილი ნამუშევრები შეგიძლიათ დეტალურად დაათვალიეროთ აქ

ნიკა აგლაძეს, ინტელექტ კლუბის გამორჩეულ მოაზროვნეს, ისტორიკოსსა და ლიტერატორს აღმოაჩნდა თავის ტვინის კავერნომა. ნიკას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 22 იანვარს დაინიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 ათასი ევროა.

18 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა ნიკას მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, მუზეუმები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სტარტაპერები.

15:00 საათზე დაიწყება გამოფენა-გაყიდვა, სადაც საშუალება გექნებათ, შეიძინოთ ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.

16:30 საათზე დაიწყება აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნება შემდეგი ქართველი ხელოვანების ნამუშევრები:
ელენე ახვლედიანი
ოლესია თავაძე
ლევან სონღულაშვილი
დავით ხიდეშელი
ლევან ჭოღოშვილი
ლია შველიძე
გიორგი ტაბლიაშვილი
ქეთი მატაბელი
თუთუ კილაძე
თინათინ ცხადაძე
ნინო ჩაკვეტაძე
ლელა ცუცქირიძე
ცისია კილაძე
თამუნა მელიქიშვილი
თენგიზ მირზაშვილი
მაკა ბატიაშვილი
ნანა ლაღიძე
გიორგი გაგოშიძე
ეკა ხუნწარია
ლევან ცუცქირიძე

შეგახსენებთ, რომ აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

გელოდებით ყველას #ნიკასთვის, 18 იანვარს მწერალთა სახლში!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოფენა-გაყიდვაზე ნივთების შეძენა შესაძლებელი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით.

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე::
TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუქციონზე გამოტანილი ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები შეგიძლიათ დეტალურად დაათვალიეროთ აქ

 

LB loan image desktop LB loan image mobile