23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კიდევ რამდენიმე პირს 2000 – 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მათმა ადვოკატებმა განუცხადეს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ცნობით, ამ დრომდე სასამართლოს გადაწყვეტილება დაახლოებით 7 დაკავებულზე არის ცნობილი და ყველა მათგანს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ორ პირს 2000-2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
24 იანვარი, 2024
23 იანვარს შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი – ადმინისტრაციული წესით, 2 პირი – მოძრაობა „ხმის“ წევრები, კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია, სისხლის სამართლის წესით.
სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა საზოგადოების ნაწილში – სტუდენტებმა დღეს, 26 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავეს და წამოაყენეს შემდეგი მოთხოვნები: „შეწყდეს გამოსახლება”, „გათავისუფლდნენ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქოვაბა”, ისინი მოუწოდებენ პროფესორებს, შეუერთდნენ მათ.
„გამოცხადდეს მორატორიუმი გამოსახლდებაზე” – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.